გასეირნება დროთა სივრცეში

ავტორი: მამუკა დოლიძე

გამომცემლობა: ინტელექტი

გვერდები: 404

ყდა: რბილი

 

წარმოდგენილი კრებული მოიცავს მწერლის ლიტერატურული შემოქმედების ვრცელ პერიოდს, დაწყებულს გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან დღემდე. ეს არის დიდი გარდატეხის და მძიმე განსაცდელის ხანა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. თანამედროვე მსოფლიო, თავისი კატაკლიზმებით, მძაფრად შემოიჭრა ძველ სამყაროში. მწერლის ლიტერატურული ტექსტი არათუ ასახავს ამ ისტორიულ მოვლნებს, გარდატეხის ინდივიდუალური ცნობიერების პრიზმაში, თავისი ალეგორიული ფორმით წინასწარ ხედავს კიდევაც მათ.

 

„მოგონება მარტო მეხსიერები უნარი კი არ არის, მოგონება ამ ქვეყნად განსაკუთრებულად ყოფნის სილამაზეა, როცა დრო გაურბის თავის წარმომავლობას და ერწყმის რაღაც მარადიულს და ნაადრევს.“

 

„არ ვიცი, იქნებ არც იყო ყველაფერი ისე, როგორც მახსენდება. მე ხომ ამბავს გულს შერჩენილი სიხარულისგან ვძერწავ. ხელის ოდნავ შერხევა და მოგონების ნამსხვრევები ფერადი კენჭებივით ეთამაშებიან ერთმანეთს, ხსოვნის შორეულ ფსკერზე ათასნაირ ფორმებს და სახეებს ქმნიან.“

 

„წარსულს მხოლოდ აწმყოს გადასახედიდან ენიჭება განსაკუთრებული ხიბლი. ხიბლი, რომელიც ზეციურ არსთა სამყოფელიდან მოდის და ნოსტალგია, ერთხელ ჩავლილი ბავშვობის მიმართ, კაცობრიობის უდიდეს სევდას — სამოთხის ბაღში ვერ დაბრუნების სინანულს ერწყმის.“

 

წიგნისათვის ავტორს 2020 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემია „საბა“ (ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული კრებული“)

გასეირნება დროთა სივრცეში

$14.90Price
  • წიგნები, რომლებიც საქართველოშია

    გთავაზობთ წიგნების საქართველოდან შეკვეთას. წიგნებს, რომლებსაც აწერია "საქართველოშია", მათი ტრანსპორტირება საჭიროებს 2 კვირიდან 4 კვირამდე

ინფორმაცია

სამუშაო საათები

შეიყვანეთ ელ. მისამართი სიახლეებისთვის

ორშ - პარ: 10am - 7pm

შაბათი: 12am - 4pm

  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon

© 2023 by Alphabet. Proudly created with Wix.com