ავტორი: შოთა რუსთაველი

მხატვარი: დავით მაჭავარიანი

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ყდა: მაგარი

გვერდები: 222

 

„ვეფხისტყაოსანი“ 800-ზე მეტი წლისაა, სულაკაურის გამომცემლობა კი – 20-ის. თუმცა, ორივე ტრადიციაა. პირველი სრულიად საქართველოსი, მეორე კი – ქართული საგამომცემლო სივრცის. სულაკაურის გამომცემლობა 20 წლის იუბილეს ამბიციური პროექტით ხვდება – ქართული ლიტერატურის მთავარი ძეგლი ახალ სიცოცხლეს მასშტაბური გრაფიკული რომანის სახით იძენს.

„ვეფხისტყაოსნის“ ამ ახალ გამოცემაში ქართველი სუპერგმირების – ავთანდილის, თინათინის, ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის, უანგარო მეგობრობის, თანაგრძნობისა და თავგანწირვის ამბავი სრულიად ახლებური ხედვითაა გადმოცემული. მხატვარი დავით მაჭავარიანი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა ამბის ვიზუალურ თხრობაზე, ადაპტირებული ტექსტი კი პრემია „საბას“ ლაურეატ მწერალ სალომე ბენიძეს ეკუთვნის.

ჩვენი მიზანია, რომ ამ ახალი ილუსტრაციებით გაფორმებულმა „ვეფხისტყაოსანმა“ მთელი ქვეყანა მოიცვას. შეაღწიოს იქ, სადაც შეიძლება გვეგონოს, რომ მისი ადგილი არ არის: ქუჩაში, სცენაზე, სკოლაში, სახლში, პირად საუბრებში - ყველგან, სადაც ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს.

გრაფიკული ვეფხისტყაოსანი

$40.66Price

    ინფორმაცია

    სამუშაო საათები

    ორშ - პარ: 10am - 7pm

    შაბათი: 12am - 4pm

    შეიყვანეთ ელ. მისამართი სიახლეებისთვის

    • Facebook Social Icon
    • Instagram Social Icon

    © 2023 by Alphabet. Proudly created with Wix.com