ეშმაკს აცვია პრადა

ავტორი: ლორენ ვაისბერგერი

გამომცემლობა: პალიტრა L

გვერდები: 420

ყდა: რბილი

სერია: მსოფლიო ლიტერატურის ახალი თარგმანები

 

„ეშმაკს აცვია პრადა“ ახალგაზრდა ამერიკელი მწერლის, ლორენ ვაისბერგერის პირველი რომანია. იგი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და საუკეთესო რომანების რეიტინგში, რომელსაც ნიუ-იორკის ცნობილი გაზეთები ყოველთვიურად აქვეყნებენ, დიდხანს ლიდერობდა. რა იღბლიანია ანდრეა საქსი! პროვინციულ ამერიკულ ქალაქში დაბადებული, ბრაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გოგონა, მაღალი მოდის სამყაროს შუაგულში აღმოჩნდა! მუშაობას უმსხვილეს ჰოლდინგ „ელიას კლარკში“ იწყებს, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის და მსოფლიოში ცნობილი მოდის ჟურნალის, „პოდიუმის“ მთავარი რედაქტორის, მირანდა პრისტლის თანაშემწე ხდება. განა ეს იღბალი არ არის?! თუმცა მაღალი მოდის სამყარო ეშმაკივით მაცდური და ულმობელია. ადამიანს ფუფუნებისა და ხიბლის საბურველში ჰხვევს, ოცნებების ახდენას სთავაზობს, სამაგიეროდ კი გრძნობებზე - სიყვარულზე, მეგობრობაზე და შესაძლოა საკუთარ თავზე უნდა თქვას უარი. და ანდრეა საქსი არჩევანის წინაშე დგება... ეს წიგნი რომანის პირველი ქართული თარგმანია. მალე მის გაგრძელებას შემოგთავაზებთ. „შურისძიებას აცვია პრადა - ეშმაკი ბრუნდება“ - ასე ჰქვია რომანის მეორე ნაწილს, რომელიც ამერიკის წიგნის მაღაზიებში გაზაფხულზე გამოჩნდა.

ეშმაკს აცვია პრადა

$12.89Price
  • წიგნები, რომლებიც საქართველოშია

    გთავაზობთ წიგნების საქართველოდან შეკვეთას. წიგნებს, რომლებსაც აწერია "საქართველოშია", მათი ტრანსპორტირება საჭიროებს 2 კვირიდან 4 კვირამდე.

ინფორმაცია

სამუშაო საათები

შეიყვანეთ ელ. მისამართი სიახლეებისთვის

ორშ - პარ: 10am - 7pm

შაბათი: 12am - 4pm

  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon

© 2023 by Alphabet. Proudly created with Wix.com