გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდები: წერა 32გვ / კითხვა 32გვ

ყდა: რბილი

 

სერია „ისწავლე სახლში“ დაეხმარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, შეძლონ მშობლიურ ენაზე გამართულად წერა და კითხვა. სერიაში შესული ნაწყვეტები მაღალმხატვრული საბავშვო ლიტერატურიდან პატარებს მიაჩვევს წაკითხული ტექსტის შინაარსის აღქმას, მასში მოცემული ინფორმაციის დახარისხებასა და ორგანიზებას, ტექსტის ძირითადი კომპონენტების გამორჩევასა და მათ შორის კავშირების დამყარებას, გაუმდიდრებს ლექსიკას; და, რაც მთავარია, გემოვნებიან მკითხველებად.
გაზრდის, წერის აქტივობები კი მათ ნააზრევის სწორად გადმოცემაში დაეხმარება.
წიგნებში სახალისო აქტივობები შექმნილია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. თითოეულ კლასში ტექსტები და სავარჯიშოები განაწილებულია მოსწავლეთათვის
საინტერესო თემების მიხედვით.
პედაგოგებს შეუძლიათ სერიის კომპონენტები გამოიყენონ, როგორც საშინაო დავალების რვეულები და კლასგარეშე საკითხავი წიგნები; ხოლო მშობლებს, რომლებიც აქტიურად ზრუნავენ შვილების განათლებაზე, სახლის პირობებში მთელი  ურსის წარმართვის საშუალება ეძლევათ. სავარჯიშოები ისეა შედგენილი, რომ მოსწავლე დამოუკიდებლადაც გაართმევს თავს სწავლის პროცესს.

ისწავლე სახლში წერა/კითხვა

$10.20Price

    ინფორმაცია

    სამუშაო საათები

    ორშ - პარ: 10am - 7pm

    შაბათი: 12am - 4pm

    შეიყვანეთ ელ. მისამართი სიახლეებისთვის

    • Facebook Social Icon
    • Instagram Social Icon

    © 2023 by Alphabet. Proudly created with Wix.com