ავტორი: ეკატერინე ტოგონიძე

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდები: 133

ყდა: რბილი

 

ეკატერინე ტოგონიძე
პროზაიკოსი, ტელეჟურნალისტი, ლექტორი.
დაიბადა 1981 წელს თბილისში. მისი მოთხრობები 2011 წლიდან იბეჭდება ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში. ეკატერინე ტოგონიძის ლიტერატურული ტექსტები ნათარგმნია ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე, შესულია არაერთ კრებულში და მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული პრემია.
მისი ავტორობით 2011 წელს გამოიცა მითხრობების კრებული "ანესთეზია, 2014 წელს კი რომანი "ასინქრონი".
"ვუყურებდი ამ ქალს მშვიდ ცისფერ თვალებში, ნათელ შუბლზე და გული მაგრად მიცემდა. როგორ შეგიძლიათ? - მინდოდდა მეკითხა... როგორ შეგიძლიათ? - მინდოდა მთელი ხმით მეყვირა და არ ვიცი, რა ძალით შევიკავე თავი... მშურს ყველასი, ვინც იცის, როგორ იცხოვროს. მშურს ამ ქალის, რომელმაც იცის, ზუსტად იცის, როგორ ადგეს ყოველ დილით, მოუაროს ძმისშვილს, ხელახლა ასწავლოს ჩაის დალევა და კარაქიანი პურის ჭამა, თასმების შეკვრა და ტუალეტში გასვლა, შეაქოს, წაახალისოს... ეს გააკეთოს იმ აზრით, რომ ხვალ ყველაფერი თავიდან ექნება დასაწყები, ყველაფერი თავიდან... სიყვარული მხოლოდ გასცეს, გასცეს და წამით არ იფიქროს დაბრუნებაზე... გესმის?"

მომისმინე

$11.00Price

    ინფორმაცია

    სამუშაო საათები

    ორშ - პარ: 10am - 7pm

    შაბათი: 12am - 4pm

    შეიყვანეთ ელ. მისამართი სიახლეებისთვის

    • Facebook Social Icon
    • Instagram Social Icon

    © 2023 by Alphabet. Proudly created with Wix.com