ნაწყვდიადევს

ავტორი: ჰარუკი მურაკამი

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდები: 176

ყდა: რბილი

 

მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი

 

„ნაწყვდიადევს“ ღამის ტოკიოში იდუმალ შეხვედრებზე დაწერილი მცირე მოცულობის ნატიფი რომანია.

რომანის ყველა ამბავი ერთ ღამეში ხდება. უზარმაზარ მეგაპოლისში ადამიანები შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს, უყვარდებათ, შორდებიან და ისევ ხვდებიან, როცა წყვდიადი უკან იხევს. ეს არის ისტორია ღამის ქალაქზე, ისტორია დასაწყისისა და დასასრულის გარეშე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ღრმად ჩასწვდე, ეძებო და აღმოაჩინო კიდეც ამ რომანის იდუმალ სიღრმეებში რაღაც მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რომლებიც მწერალს სურდა, მკითხველამდე მიეტანა, მაგრამ ამის აუცილებლობა არ არის. უბრალოდ, უნდა დატკბე ამ წიგნის განსაკუთრებული ატმოსფეროთი, რომელიც ჩნდება მხოლოდ ღამით, როცა მზე ჰორიზონტს მიღმაა, როცა უკლებლივ ყველა ფანჯარაში შუქი ქრება, ქუჩას კი მხოლოდ ფარნები ანათებს; სწორედ ამ დროს წიგნის მთავარი გმირებიც კი არც ისე მთავარ გმირებად გვეჩვენება. მათი ისტორიები ცაში გამკრთალი ვარსკვლავებივით გაიელვებს ხოლმე.

ნაწყვდიადევს

$11.90Price
  • წიგნები, რომლებიც საქართველოშია

    გთავაზობთ წიგნების საქართველოდან შეკვეთას. წიგნებს, რომლებსაც აწერია "საქართველოშია", მათი ტრანსპორტირება საჭიროებს 2 კვირიდან 4 კვირამდე

ინფორმაცია

სამუშაო საათები

შეიყვანეთ ელ. მისამართი სიახლეებისთვის

ორშ - პარ: 10am - 7pm

შაბათი: 12am - 4pm

  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon

© 2023 by Alphabet. Proudly created with Wix.com