გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
ყდა: ყუთი
კლასი: I-II
ყუთში დაგხვდებათ:
- წიგნი
- 8 დაფა
- 40 სიტყვა
„ლოტო: ნახატი და სიტყვა“ შექმნილია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით. ლოტოს სათამაშო ნაკრებში მოცემული 4 წითელი დაფა, 4 ლურჯი დაფა და სიტყვების მარაგი 40 ბარათით ოთხი საინტერესო და სახალისო თამაშისთვისაა განკუთვნილი:
- ნახატი და სიტყვა
- სიტყვების დაჯგუფება
- სიტყვის მარცვლები
- მინიშნებით სიტყვის პოვნა
თამაშში ჩართვა ორ, სამ ან ოთხ მოთამაშეს შეუძლია. შეიძლება ითამაშოს მეხუთე წევრმაც – ის „სიტყვების მკითხველი“ იქნება. ოთხივე თამაშის ინსტრუქცია პატარა წიგნშია მოცემული. ამავე წიგნის ბოლოს ნახავთ სწორ პასუხებსაც.
ლოტო: ნახატი და სიტყვა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა თამაშით აღმოაჩინოს ახალი სიტყვები, დაუკავშიროს თავის ყოველდღიურობას, ადვილად დაიმახსოვროს ისინი და, ამგვარად, გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი.
ნახატი და სიტყვა
წიგნები, რომლებიც საქართველოშია
გთავაზობთ წიგნების საქართველოდან შეკვეთას. წიგნებს, რომლებსაც აწერია "საქართველოშია", მათი ტრანსპორტირება საჭიროებს 2 კვირიდან 4 კვირამდე