ომი და მშვიდობა (ორი ტომი)

ავტორი: ლევ ტოლსტოი

გამომცემლობა: პალიტრა L

ყდა: მაგარი სუპერით

 

ეს რომანი მწერლის განცდაა, რომელიც ჩანს ყველგან: მთავარი გმირების არაერთგვაროვან ხასიათებში, მათ გრძნობებსა და წამიერ სისუსტეებში, შემზარავ ფატალურ სცენებში, მშვიდ პეიზაჟებში. თავად გმირები გამორჩეულები და ხანდახან რჩეულები არიან, ხანაც უსახელოდ წასულები. ისინი რაღაც დიდის, დიადის წინაშე მარტო რჩებიან და ბრძოლას იწყებენ. მშვიდობა, რომელიც უარყოფს ომს. მშვიდობა მშვიდობაა და თან მთელი სამყარო. მშვიდობა თავისთავად ადამიანთა ბედნიერი, იდილიური ყოფაა, ყოველდღიური ცხოვრების წვრილმანებით სავსე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, დიდი სიყვარული და შინაგანი სიმშვიდე. სიმშვიდე, როგორც სულიერი მდგომარეობა. ადამიანი მხოლოდ ომებში არ იბრძვის, ყოველდღე იბრძვის ვინმესთან და საკუთარ თავთან. მშვიდობა ადამიანთა სულებში მხოლოდ ომის შემდგომ არ ისადგურებს. მშვიდობა ომის ანტაგონისტია. ომის, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და არაერთხელ განხორციელებული ჩანაფიქრის. „ომი და მშვიდობა“ XIX საუკუნის 60-იან წლებში დაიწერა. ყირიმის ომში რუსეთი დამარცხებულია. უდიდესი მწერალი ლევ ტოლსტოი, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი და ჰუმანისტი, მძაფრად განიცდის მარცხს. ამ განცდით ატანილი და საკუთარ თავ- თან დარჩენილი მწერალი მუშაობას იწყებს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს რომანზე. რომანი სტრუქტურულად რამდენიმე ანტითეზაზეა აგებული - ერთმანეთს უპირისპირდება ორი ომი და ორი ბრძოლა, ორი მხედართმთავარი და ორი ქალაქი და სათაური _ ომი და მშვიდობა. ომი რომანში მხოლოდ ომი არ არის, საომარი მოქმედებები იკვეთება და ერთიანდება ადამიანთა კლასობრივი უთანასწორობის პრობლემებთან, თითოეული გმირის ბრძოლასთან, საკუთარ თავთან. მწერალი პერსონაჟთა განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ პორტრეტებს ქმნის. კეთილები და ბოროტები, ძლიერები, სუსტები, დიდგვაროვნები და გლეხები. სალონური საუბრები, ნადირობა, შეხვედრები და განშორებები, ბანქოს თამაში _ ყოველდღიური ყოფა და უდიდესი ისტორიული მოვლენები - ეს მთელი ეპოქაა, რეალურიცა და გამოგონილიც - სიდიადით, ნამდვილობით, პატარ-პატარა ადამიანური ტრაგედიებით და უდიდესი კატასტროფით - დიდი ომით.

ომი და მშვიდობა (ორი ტომი)

$38.00 Regular Price
$26.60Sale Price
  • წიგნები, რომლებიც საქართველოშია

    გთავაზობთ წიგნების საქართველოდან შეკვეთას. წიგნებს, რომლებსაც აწერია "საქართველოშია", მათი ტრანსპორტირება საშუალოდ საჭიროებს 2 კვირიდან 4 კვირამდე

ინფორმაცია

სამუშაო საათები

შეიყვანეთ ელ. მისამართი სიახლეებისთვის

ორშ - პარ: 10am - 7pm

შაბათი: 12am - 4pm

  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon

© 2023 by Alphabet. Proudly created with Wix.com