ავტორი: ანა პოლიტკოვსკაია

გამომცემლობა: არტანუჯი

გვერდები: 370

ყდა: მაგარი

 

ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ
 
უკრაინული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია „ნოვაია გაზეტას“ სპეციალური კორესპონდენტი იყო. „ნიუ იორკ ტაიმსს“ თუ დავეყრდნობით, ის უშიშრად ამხელდა რუსეთის პრეზიდენტებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, გენერლებს, ბიუროკრატებსა და სხვა გავლენიან ხალხს.
 
ანა პოლიტკოვსკაიამ ჩეჩნეთის ომის შესახებ გაბედული რეპორტაჟებით გაითქვა სახელი, რეპორტაჟებით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო როგორც „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. უფრო მოგვიანებით კი, მან უშუალოდ ვლადიმერ პუტინზე დაიწყო წერა. ყურადღებას ამახვილებდა იმ საფრთხეებზე, რომელსაც პუტინის პოლიტიკა რუსეთის სტაბილურობას უქადდა, ტერორზე, ქვეყანაში რომ სუფევდა. ეს ჟურნალისტს საბოლოოდ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. რუსეთის მიერ ხელდასხმული ჩეჩნეთის ლიდერის მამხილებელ მასალებზე მუშაობისას, ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის ოქტომბერში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.
 
ანა პოლიტკოვსკაიას მხატვრულ-დოკუმენტური რომანი „პუტინის რუსეთი“ 2004 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. ითარგმნა და გამოიცა უამრავ ქვეყანაში: ამერიკის შეერთებულ შტატებში, დანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, იაპონიაში, ნორვეგიაში, ესპანეთსა და შვედეთში.
 
წიგნი რუსეთში არ გამოცემულა. 

პუტინის რუსეთი

$14.25Price

    ინფორმაცია

    სამუშაო საათები

    ორშ - პარ: 10am - 7pm

    შაბათი: 12am - 4pm

    შეიყვანეთ ელ. მისამართი სიახლეებისთვის

    • Facebook Social Icon
    • Instagram Social Icon

    © 2023 by Alphabet. Proudly created with Wix.com