სამი მედეა

ავტორი: ანდრეას ფლურაკისი, ლაშა ბუღაძე, ნინო ხარატიშვილი

გამომცემლობა: არტანუჯი

გვერდები: 216

ყდა: რბილი

კატეგორია: თანამედროვე დრამატურგია

 

„მსოფლიო მხატვრულ კულტურაში მედეა ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული პერსონაჟია. მედეა სხვადასხვა ეპოქაში სულ სხვადასხვა ასპექტით ხიბლავს მსოფლიო შემოქმედთ – ზოგი მასში ეძებს მკვლელ დედას, ზოგი შურისმაძიებელ ცოლს, ზოგი სამშობლოს მოღალატეს, ზოგიც პირველ ფემინისტ ქალს.

 

ტექსტები, რომლებიც ამ წიგნშია თავმოყრილი, მედეას სხვა კუთხეს წარმოაჩენენ. მათთვის მედეა საინტერესოა, როგორც სხვა, როგორც უცხო, როგორც „ბარბაროსი“.

 

ჯერ კიდევ ევრიპიდე გამოკვეთს მედეას მძიმე მდგომარეობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ მიზეზს – ის არ არის ბერძენი, ის უცხო ტომისაა, უცხო კულტურის მატარებელია და შესაბამისად, მიუღებელი „დასავლური“, „ცივილიზებური“ სამყაროსთვის.

 

წიგნში წარმოდგენილია სამი მოტყუებული ქალი, სამი მიტოვებული ქალი, სამი შეურაცხყოფილი ქალი, სამი მედეა და სამი ავტორის ვერსია ამ ამოუცნობი ქალის შესახებ.“ (სოფიო შამანიდი)

 

ნინო ხარატიშვილის პიესა გერმანულიდან თარგმნა ნინო ბურდულმა.

 

ანდრეას ფლურაკისის პიესა ახალი ბერძნულიდან თარგმნა სოფიო შამანიდმა.

 

წიგნი გამოიცა მწერალთა სახლის მხარდაჭერით.

სამი მედეა

$13.50 Regular Price
$12.15Sale Price
  • წიგნები, რომლებიც საქართველოშია

    გთავაზობთ წიგნების საქართველოდან შეკვეთას. წიგნებს, რომლებსაც აწერია "საქართველოშია", მათი ტრანსპორტირება საჭიროებს 2 კვირიდან 4 კვირამდე.

ინფორმაცია

სამუშაო საათები

შეიყვანეთ ელ. მისამართი სიახლეებისთვის

ორშ - პარ: 10am - 7pm

შაბათი: 12am - 4pm

  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon

© 2023 by Alphabet. Proudly created with Wix.com