სამხრეთული სპილო

ავტორი: არჩილ ქიქოძე

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდები: 276

ყდა: რბილი

 

„სამხრეთული სპილო“ ურბანული რომანია, რომელშიც მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ვითარდება. რეჟისორი, რომელიც კინოს აღარასოდეს გადაიღებს, თავის ბინას მეგობარს უთმობს იქ საყვარელ ქალთან შესახვედრად, თავად კი, დრო რომ გაიყვანოს, თბილისის ქუჩებში დაეხეტება. ეს წარსულის სარკეში ჩახედვისა და საკუთარი ცხოვრების გადაფასების დღეა, სადაც კინოკადრებად ჩაირბენს ბავშვობა, სიყვარული, ვნება, ფათერაკები და ტრაგედიები. მთავარი გმირის მოგონებების ფონზე იშლება საქართველოს უახლესი ისტორია, რომელიც მთხრობელს მუდმივ აჩრდილად ასდევნებია და პასუხისმგებლობას აკისრებს იმაზე, რაც მის გარშემო ხდება.
არჩილ ქიქოძეს მკითხველი იცნობს, როგორც რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორს. მათგან ორს ლიტერატურული პრემიები – „გალა“ (2009) და „საბა“ (2014) მიენიჭა. „სამხრეთული სპილო“ არჩილ ქიქოძის პირველი რომანია.

სამხრეთული სპილო

$13.50Price

    ინფორმაცია

    სამუშაო საათები

    ორშ - პარ: 10am - 7pm

    შაბათი: 12am - 4pm

    შეიყვანეთ ელ. მისამართი სიახლეებისთვის

    • Facebook Social Icon
    • Instagram Social Icon

    © 2023 by Alphabet. Proudly created with Wix.com