ავტორი: გურამ ფანჯიკიძე
გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდები: 582
ყდა: მაგარი
სახელგანთქმული მეცნიერი, ასტროფიზიკაში მნიშვნელოვანი კვლევების ავტორი დავით გიორგაძე უკურნებელი სენითაა ავად. საავადმყოფოში მოხვედრილ ხანდაზმულ აკადემიკოსს ძალიან ნიჭიერი და ავანტურისტი ექიმი წარმოუდგენელ გამოსავალს სთავაზობს - მეორე სიცოცხლის შანსს ანუ აკადემიკოსის ტვინის გადანერგვას სხვა, ახალგაზრდა სხეულში. მეცნიერებისათვის უკანასკნელი სამსახურის გაწევის მიზნით, გიორგაძე ექსპერიმენტს თანხმდება და მის ტვინს ავტოავარიაში მოხვედრილი ახალგაზრდის, რამაზ კორინთელის სხეულში გადანერგავენ. ოპერაციის შემდეგ მეცნიერი ჯანსაღ, უცხო სხეულში იღვიძებს და აქედან იწყება მისი გაორებული, წინააღმდეგობებითა და პრობლემებით სავსე ახალი ცხოვრება...
სპირალი
წიგნები, რომლებიც საქართველოშია
გთავაზობთ წიგნების საქართველოდან შეკვეთას. წიგნებს, რომლებსაც აწერია "საქართველოშია", მათი ტრანსპორტირება საჭიროებს 2 კვირიდან 4 კვირამდე.