ავტორი: თომას ვულფი

გამომცემლობა: არტანუჯი

გვერდები: 795

ყდა: რბილი

 

ინგლისურიდან თარგმნა თაკო ჭილაძემ

 

თავისი ოჯახისა და ქალაქის შესახებ დაწერილი წარმატებული რომანის ავტორი ჯორჯ ვებერი მშობლიურ გარემოს უბრუნდება, სადაც მას გაბრაზებული და სიძულვილით აღვსილი ის პერსონაჟები ელოდებიან, რომლებიც შეულამაზებლად გააცნო მკითხველს. ლიბია-ჰილის მცხოვრებლები მუქარის წერილებს უგზავნიან პოპულარულ თანაქალაქელს და სიკვდილითაც ემუქრებიან.

 

„შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები“ თომას ვულფის უკანასკნელი რომანია, რომელიც მწერლის გარდაცვალების შემდეგ, 1940 წელს გამოიცა. როგორც სხვა ნაწარმოებებში, ვულფი აქაც მეოცე საუკუნის 20-30-იან ამერიკულ საზოგადოებაზე მოგვითხრობს – „დიდი დეპრესიისა“ და ფაშიზმის მოსალოდნელი საფრთხის პირობებში მყოფი ადამიანის ამბავს, რომელიც საკუთარი თავის ძიების სურვილს ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ ლონდონში, ბოლოს კი ბერლინში მიჰყავს...

შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები

$14.80Price

    ინფორმაცია

    სამუშაო საათები

    ორშ - პარ: 10am - 7pm

    შაბათი: 12am - 4pm

    შეიყვანეთ ელ. მისამართი სიახლეებისთვის

    • Facebook Social Icon
    • Instagram Social Icon

    © 2023 by Alphabet. Proudly created with Wix.com