ცუდი გოგოს ოინები

ავტორი: მარიო ვარგას ლიოსა

გამომცემლობა: ინტელექტი

გვერდები: 376

ყდა: რბილი

სერია: ნობელის პრემიის ლაურეატები

 

ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ

 

ცუდი გოგოს ოინები დიდი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის – მარიო ვარგას ლიოსას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რომანია. მწერალი მოგვითხრობს ქალისა და მამაკაცის რთული, წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობების შესახებ, რომელიც ადრეულ სიყმაწვილეში იწყება და თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში სდევს პერსონაჟებს.

რომანის გმირების მღელვარე ცხოვრება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციის პარალელურად ვითარდება. წიგნს ვრცელი გეოგრაფია აქვს – ლიმა, პარიზი, ლონდონი, ტოკიო, მადრიდი, სადაც ორიგინალურად ერწყმის ერთმანეთს ამ ქალაქებში მომხდარი უჩვეულო მოვლენები და რომანის გმირების არაორდინარული ურთიერთობა.

ამ წიგნში მარიო ვარგას ლიოსა ბოლომდე არღვევს რომანტიკული სიყვარულის ყველა ნაცად კლიშეს, გამოცდილებას და მკითხველს კიდევ ერთხელ აყენებს სამყაროსავით ძველი და მარადიული კითხვის წინაშე: „როგორია სიყვარულის ნამდვილი სახე?“

ცუდი გოგოს ოინები

$14.00 Regular Price
$9.80Sale Price
  • წიგნები, რომლებიც საქართველოშია

    გთავაზობთ წიგნების საქართველოდან შეკვეთას. წიგნებს, რომლებსაც აწერია "საქართველოშია", მათი ტრანსპორტირება საჭიროებს 2 კვირიდან 4 კვირამდე.

ინფორმაცია

სამუშაო საათები

შეიყვანეთ ელ. მისამართი სიახლეებისთვის

ორშ - პარ: 10am - 7pm

შაბათი: 12am - 4pm

  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon

© 2023 by Alphabet. Proudly created with Wix.com