ავტორი: ნოდარ დუმბაძე
გამომცემლობა: ინტელექტი
გვერდები: 96
ყდა: რბილი
როგორც ნოდარ დუმბაძის მთელი შემოქმედება, მოთხრობა HELLADOS დიდი სიყვარულითა და სითბოთია განმსჭვალული. ნაწარმოებში ნათლად ჩანს ორი მოზარდის – იანგულისა და ჯემალის ბრძოლა თვითდამკვიდრებისათვის. თუმცა მათი პაექრობა არასდროს სცილდება ადამიანურობის საზღვრებს და ყველაზე მძაფრ და გადამწყვეტ მომენტებში პერსონაჟები არ ჰკარგავენ ერთმანეთის პატივისცემისა და დაფასების უნარს.
„სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით“ – ამბობს ბერძენი იანგული და სწორედ ეს განცდა ეძახის მას სოხუმისკენ დასაბრუნებლად, როცა მამასთან და უამრავ ადამიანთან ერთად, გემით საბერძნეთში მიმავალი საბედისწერო გადაწყვეტილებას იღებს.
თქვენ წინაშეა ნოდარ დუმბაძის ბრწყინვალე მოთხრობის ილუსტრირებული, ფაქსიმილური გამოცემა. ილუსტრაციები დეა სოსელიას ეკუთვნის.
HELLADOS
წიგნები, რომლებიც საქართველოშია
გთავაზობთ წიგნების საქართველოდან შეკვეთას. წიგნებს, რომლებსაც აწერია "საქართველოშია", მათი ტრანსპორტირება საჭიროებს 2 კვირიდან 4 კვირამდე.