LILO'S ANGELES

ავტორი: გიორგი კეკელიძე

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდები: 113

ყდა: რბილი

 

გრიგოლი და მარიამი გურიის პატარა ქალაქში ცხოვრობენ 90-იან წლებში და ერთ დანგრეულ სკოლაში სწავლობენ.  ირგვლივ  გაჭირვება, სიკვდილი და  უიმედობაა. გრიგოლს უყვარს აჭარიდან გადმოსახლებული მარიამი, და მარიამსაც უყვარს ბიჭი…

ორივე გულუბრყვილოდ ოცნებობს მომავალზე, გრიგოლი – მარიამის ცოლად შერთვაზე, მარიამი კი, თავისი აზრით, ლამაზ, ფერად სამყაროზე – ლილოს ბაზრობაზე, რომელიც მისთვის ახალ ცხოვრებაში შესასვლელი  კარი უნდა გახდეს.

რომანი LILOS ANGELES გიორგი კეკელიძის  ბოლო წიგნია.

მკითხველი უკვე კარგად იცნობს ქართველ პოეტს, პროზაიკოსსა და ესეისტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს. იგი  პრემია „საბასა“ და არაერთი  სხვა პრემიისა და ჯილდოს ლაურეატია.

LILO'S ANGELES

$9.00Price

    ინფორმაცია

    სამუშაო საათები

    ორშ - პარ: 10am - 7pm

    შაბათი: 12am - 4pm

    შეიყვანეთ ელ. მისამართი სიახლეებისთვის

    • Facebook Social Icon
    • Instagram Social Icon

    © 2023 by Alphabet. Proudly created with Wix.com