top of page
იდუმალი კუნძული

ავტორი: ჟიულ ვერნი

გამომცემლობა: ელფი

გვერდები: 360

ყდა: რბილი

ასაკი: 11+

 

ჟიულ ვერნის ამ რომანში მოთხრობილია რამდენიმე ადამიანის ისტორია, რომლებიც უკაცრიელ კუნძულზე ხვდებიან. რა არის ეს, ახალი რობინზონიადა? არამც და არამც! რობინზონ კრუზოს განკარგულებაში იყო მთელი გემი – ინსტრუმენტებით, სურსათითა თუ ტყვია-წამლით, `იდუმალი კუნძულის გმირები კი, დაუღალავი შრომით, თავად ქმნიან საკუთარ კეთილდღეობას. ეს ნაწარმოები შრომის ჰიმნია! შრომის რომანტიკა, შრომის სილამაზე და შრომის პათოსი პირველად გაბრწყინდა მე-19 საუკუნის ლიტერატურაში! მწერლის ცეცხლოვანმა კალამმა ყოველდღიური ცხოვრება, ბარი და ნიჩაბი, ქვანახშირი და მეტალი, ბუნებაზე გამარჯვების პათოსად აქცია და ხატოვნად დაამტკიცა, თუ რა შეუძლია თავისუფალ, დამოუკიდებელ ადამიანს. `იდუმალი კუნძული დედამიწის ალეგორიაა, რომელიც კაცობრიობას საკუთრებაში გადაეცა! ეს არის იდეალური საზოგადოება, რომელიც შიშველი ხელებით პირისპირ დგება ბუნებასთან და იმარჯვებს მასზე. გმირების შრომა ძალიან ჰგავს ცივილიზაციის ისტორიას, თუმცა ადამიანთა საზოგადოება უფრო მაღალ საფეხურზეა. ამ წიგნმა არაერთ ბავშვს უბიძგა გამხდარიყო ქიმიკოსი, ბიოლოგი... და, ზოგადად, მეცნიერი. ვერც ერთი ფილმი და კომპიუტერი ვერ შეცვლის, ახლოსაც კი ვერ მივა ამ წიგნთან, რომელიც ბავშვობაშივე აღვიძებს მსოფლმხედველობას და გვიმტკიცებს, რომ ცოდნა ძალაა; რომ სწორედ განათლება ქმნის ადამიანთა შორის განსხვავებას! ეს წიგნი ყველა მოზარდმა უნდა წაიკითხოს!

იდუმალი კუნძული

Rating is 0.0 out of five stars based on reviews
$8.00Price
    No Reviews YetShare your thoughts. Be the first to leave a review.
    bottom of page