top of page
მანიფესტი

ავტორი: ბერნარდინ ევარისტო

გამომცემლობა: პალიტრა L

ასაკი: უფროსებისთვის

გვერდები: 244

ყდა: რბილი

 

"ბერნარდინ ევარისტო ბუკერის პრემიის ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში პირველი შავკანიანი მწერალია, რომელსაც ეს უმნიშვნელოვანესი პრემია მიენიჭა. ეს გზა — დამამცირებელი, რასისტული გარემოს მსხვერპლი დან მსოფლიოში აღიარებულ მწერლამდე — მან გაიარა შეუპოვრად, თამამად და უკომპრომისოდ და სწორედ ასეთ მწერლად შევიდა ისტორიაშიც. წიგნის ქვესათაური „რომ არასდროს დავნებდეთ“ ზუსტად ასახავს ევა რისტოს ცხოვრების ბუნებას. რასიზმით გაჟღენთილ გარემოში გატარებული ბავშვობიდან დაწყებული, ცნობისმოყვარე, მოუსვენარმა და ყველასგან განსხვავებულმა გოგონამ დამოუკიდებლად გაიკვალა ყველა გზა, შეხვდა უამრავ ადამიანს, მიიღო აურაცხელი იმედგაცრუება, ბევრჯერ განიცადა შიში, ბრაზი, შეურაცხყოფა, მაგრამ არასდროს შეჰპარვია უიმედობა, ყოველთვის სჯეროდა, რომ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მილიონობით თავისნაირის წინაშე და ჯიუტად აგრძელებდა გზას. მრავალფეროვანი ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გამოცდილებით გამდიდრებული მწერალი ჰყვება თავის ცხოვრებაზე, ამ პრიზმაში აქცევს ხელოვნების, რასის, შემოქმედებითობის, ფემინიზმის, სექსუალობის საკითხებსაც და, რაც მთავარია, ამას აკეთებს უშიშრად, შეულამაზებ ლად და ზოგჯერ შოკის მომგვრელი გულახდილობით.

მანიფესტი

$14.95Price
Quantity
    No Reviews YetShare your thoughts. Be the first to leave a review.
    bottom of page